weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი მოკლეს

15:33 კვირა, 05 ნოემბერი 2017

თერჯოლის რაიონის სოფელ ახალთერჯოლაში 29 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ბექა გურგენიძე სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა მისი მეგობარი მივიდა და ყელის არეში ესროლა.

დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახს წევრების განცხადებით, მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]