weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„შემოდგომა ქედაში“ 11 ნოემბერს გაიმართება

13:31 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

11 ნოემბერს, აჭარაში, დაბა ქედაში, სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ გაიმართება. ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. სტუმრებს ტრადიციული კერძების და ქედის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.

სახალხო დღესასწაულზე გაიმართება თამბაქოს ჭრის პროცესი, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქედის ისტორიული მუზეუმის ექსპონანტების გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში შეტანული წვლილისთვს სამ მოქალაქეს საპატიო ქედელის წოდება მიენიჭება.

სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ 1994 წელს დაარსდა და ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იმართება.

წელს ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 985 ლარი გამოიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]