weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა

14:05 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

დაბა ლენტეხში 12 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები მოქმედებს. ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი.

კლინიკა ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ლენტეხის კლინიკის ფართში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალიც განთავსდა.

სამედიცინო დაწესებულება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბოლქვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]