weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყაჩაღობის ბრალდებით უკრაინაში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

18:35 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

კიევში სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. კიევის პროკურატურის ინფორმაციით, 14 ნოემბერს ბრალდებულები თავს დაესხნენ ორ ადამიანს და იარაღის მუქარით ჩანთა წაართვეს, რომელშიც 3.5 მილიონი გრივნა (100 ათასი აშშ დოლარი) იყო.

„ბოროტმოქმედები ავტოსალონთან ჩაუსაფრდნენ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ავტომობილის ყიდვას აპირებდნენ და მუქარითა და ფიზიკური ძალადობის გზით ჩანთა წაართვეს. ისინი რამდენიმე საათში დააკავეს. ხუთივე მამაკაცი საქართველოდან არის. მათ 4 პისტოლეტი, დიდი რაოდენობით ვაზნები და დაახლოებით 140 ათასი გრივნა აღმოაჩნდათ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სამართალდამცავები მსგავს სამ თავდასხმასთან დაკავებულების კავშირს ამოწმებენ.

საქმეზე გამოძება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]