weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სოფელ ჩანახჩში სკოლა ვაგონებშია განთავსებული

14:55 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017
სოფელ ჩანახჩში სკოლა ვაგონებშია განთავსებული ფოტო © რადიო "მარნეული"

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახქერფის თემის სოფელ ჩანახჩში არასრული საჯარო სკოლა 13 წელია ვაგონებშია განთავსებული. სკოლაში ამჟამად 17 მოსწავლეა და 9 კლასი ფუნქციონირებს. ვაგონები შიგნიდან დაზიანებულია, ხის იატაკზე ღარების დასაფარად თუნუქია დაკრული.

სკოლის დირექტორის მანანა მანუკიანის განმარტებით, მათ სკოლას ადრე ორსართულიანი შენობა ჰქონდა, რომელიც სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა.

„ძველი სკოლის შენობაში 100-ზე მეტი მოსწავლე გვყავდა. ბავშვები იმიტომ შემცირდნენ, რომ ოჯახები სოფლიდან წავიდნენ. ვინც დარჩა, 9 კლასს აქ ამთავრებს, მერე საშუალო განათლების მისაღებად ახქერფის სკოლაში დადიან. ახალი სკოლის მშენებლობის თხოვნით განათლების სამინისტროს მივმართეთ. იმედი გვაქვს, რომ ახალი სკოლა გვექნება“, – ციტირებს მანანა მანუკიანის კომენტარს მარნეულის სათემო რადიო.

სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლამ წელს ორი პირველკლასელი მიიღო. ბავშვები სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, თუმცა სკოლაში შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელი არ ჰყავთ.

სოფელი ჩანახჩი მარნეულიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]