weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

12:23 პარასკევი, 24 ნოემბერი 2017

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. შუახევში თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. შუახევის მერიის ინფორმაციით, ორდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად, თოვლის საფარი დაბა შუახევში 30-40 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში კი 90-120 სანტიმეტრს აღწევს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში 17 სოფლის 3000 აბონენტს არ აქვს ელექტროენერგია. შუქის გარეშეა დარჩენილი შუახევის 12 სოფლის 2600 და ხულოს 7 სოფლის 1000-მდე აბონენტი. ელექტრომომარაგების არქონის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რამდენიმე საბავშვო ბაღსა და სკოლაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში  ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 ნოემბერს გამოიდარებს და 26 ნოემბერს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]