weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია წარადგინა

10:40 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა.

ლომჯარიას წარდგენას ხელს აწერენ: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება -რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოგი მეშველიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება -სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

ნინო ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2011 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED). 2004-2008 წლებში ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა  იურისტად. 2008-2010 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად, არასამთავრობო სექტორმა საპრალამენტო უმრავლესობას, ნინო ლომჯარიას გარდა, ზვიად ქორიძის, ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები წარუდგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]