weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყოფილ ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

10:53 შაბათი, 02 დეკემბერი 2017
ყოფილ ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2017 წლის ივლისში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მამაკაცმა ყოფილი ცოლის დედა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ტრავმატული პისტოლეტით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლო სხდომის შემდეგ ბრალდებული ა.გ.-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ ორწლიანი პატიმრობა გადაჭარბებული სასჯელია და შესაძლოა მოსამართლე ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ყოფილ სიდედრსა და ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი 25 ივლისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მა ყოფილი მეუღლის დედას, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]