weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვანო ნადირაძე უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს

21:53 კვირა, 03 დეკემბერი 2017

საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინიდან ორი კვირის წინ გამოაძევეს, დღეს, დილით უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 47 წლის ვანო ნადირაძე უკრაინაში არალეგალურად შესვლას გეგმავდა და სახელმწიფო საზღვრიდან 20 მეტრში დააკავეს.

"მომხდარ ფაქტზე მოლდოველმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის სასამართლოს გადაეცემა", - განაცხადეს უკრაინის სასაზღვრო სამსახურში.

ვანო ნადირაძის დეპორტაცია უკრაინიდან 17 ნოემბერს საქართველოს 7 მოქალაქესთან ერთად განხორციელდა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო ნადირაძე და საქართველოს სხვა მოქალაქეები ქვეყნიდან მასთან კავშირის გამო გააძევეს.

ვანო ნადირაძე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა დ ბატალიონ "დონბასის" ყოფილი მებრძოლია.

2 დეკემბერს "შაბათის კურიერში" ვანო ნადირაძის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც აღნიშნულია, რომ ნადირაძემ ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის გამო საქართველო დატოვა და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო. ვანო ნადირაძე აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარულად თანამშრომლობს და მოსკოვს იმ ქართველი სპეცრაზმელების განეიტრალებაში ეხმარება, ვინც რუსეთის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ნადირაძის თქმით, უკრაინიდან მისი დეპორტაციაც რუსეთთან არის დაკავშირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]