weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ქალი, რომელიც პასპორტის არქონის გამო ონკოლოგიურში არ გადაიყვანეს, გარდაიცვალა

00:56 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

ყარაბაღიდან დევნილი 62 წლის ლეილა ისმაილოვა, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრა, კასპის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

 „ორი თვეა გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. დღე და ღამე მტანჯავდა და ვითმენდი. ახლა როცა ვეღარ მოვითმინე, კასპის საავადმყოფოში მომიყვანეს, მაგრამ აქ ამბობენ, თბილისში ხარ გადასაყვანიო. იქ კი არ მიღებენ, პასპორტი არ გაქვს და ვერ მიგიღებთო. თან ყოველდღე 600 ლარი უნდა გადაიხადოო. მე კი ფული საერთოდ არ მაქვს. აქაურ ქალს ვყავდი შეფარებული. ახლაც ტკივილი მტანჯავს და ვერ მშველიან“, - უთხრა ლეილა ისმაილოვამ გარდაცვალებამდე ჟურნალისტებს.

კასპის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, რომ პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებდა, კვლევების მიხედვით კი მას მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.

ლეილა ისმაილოვას მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 1-ელ დეკემბერს შეატყობინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტატა გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის ან სხვა სტატუსის არმქონე პირებისთვის მკურნალობის დაფინანსება რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, კასპის კლინიკიდან ლეილა ისმაილოვას თბილისში გადაყვანა და პალიატიურ სერვისში განთავსება ორშაბათს, 4 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ქალი გარდაიცვალა.

ლეილა ისმაილოვა 20 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის კასპის რაიონის სოფელ ფერმის მკვიდრს, ელისო ნორზალოვას ჰყავდა შეფარებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]