აგვისტო 17, 2018
weather cur airplane horoscope tv

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

16:04 - 05 დეკემბერი 2017 hits 998

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიში დააკავეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს. ტელეარხ NewsOne-ის ინფორმაციით, მათ სპეცრაზმის მიკროავტობუსის უკანა კარი დააზიანეს და სააკაშვილი გამოიყვანეს, რომელიც ხალხთან ერთად უმაღლესი რადას შენობისკენ მიდის.

უკრაინული მედიის ცნობით ხალხი სკანდირებს „მიხა პრეზიდენტად“. მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მოუწოდა, რომ მას რადას შენობასთან გაყვნენ, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ.

„საკუთარ სიცოცხლეს უკრაინის თავისუფლებას,ოლიგარქებისა და ბარიგებისგან მის გათავისუფლებას შევწირავ. მინდა ყველა კიეველს მოგიწოდოთ, გამოხვიდეთ ქუჩაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს. მის მხარდამჭერებს რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰქონდათ მოქცეული სპეცრაზმის მიკროავტობუსი, რომელითაც სააკაშვილი გადაჰყავდათ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]