weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თიანეთში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა

15:46 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

დაბა თიანეთში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული პედაგოგებით, აღჭურვილია გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ამ ეტაპზე სასწავლებელს 17 სტუდენტი ჰყავს, რომლებიც მეფუტკრეობასა და სატყეო საქმეს შეისწავლიან.

საგაზაფხულო მიღებისთვის იგეგმება ახალი სპეციალობების დამატება, რომელთა შორის იქნება მეცხოველეობა, ხის მხატვრული დამუშავება, ტრაქტორისტ-მემანქანე, რძის და ყველის წარმოება, თმის სტილისტი და ა.შ.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ახლადგახსნილი საზოგადოებრივი კოლეჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდების პროფესიული აღზრდისა და დასაქმების მიმართულებით.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს სამი სასწავლო ფართი აქვს: დაბა თიანეთში, დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ წინამძღვრიანთკარში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]