weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინელებს მოუწოდებს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარონ

11:20 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017
ფოტოზე ბენიამინ ნეთანიაჰუ და ემანუელ მაკრონი ფოტოზე ბენიამინ ნეთანიაჰუ და ემანუელ მაკრონი

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინელებმა „უნდა გაიგონ და მიიღონ“, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მშვიდობის მიღწევა. „იერუსალიმი 3000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია და არასოდეს ყოფილა სხვა რომელიმე ერის დედაქალაქი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ებრაელებსა და იერუსალიმს შორის არსებული ათასწლოვანი კავშირის უარყოფა აბსურდია.

„ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთ ძალიან კარგ წიგნში, რომელსაც ბიბლია ჰქვია. ამის შესახებ წაიკითხვათ სხვა წიგნებშიც. სად შეიძლება იყოს ისრაელის დედაქალაქი თუ არა იერუსალიმში. რაც უფრო მალე მიიღებენ პალესტინელები ამ რეალობას, მით მალე დამყარდება მშვიდობა“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით ის ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე, რაც მისი აზრით „მშვიდობისთვის სახიფათო საფრთხეს“ წარმოადგენს.

გასულ კვირაში დონალდ ტრამპის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. 10 დეკემბერს საპროტესტო აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა. თურქეთის ქალაქ სტამბოლში შეკრებილი ხალხის წინაშე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იერუსალიმს არ დაუთმობს იმ ქვეყანას რომელიც „ბავშვებს ხოცავს“. მან ისრაელი გააფრთხილა დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის თაობაზე.

იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწლს, სადაც ძველ ქალაქში ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისა და იუდეველებისთვის წმინდა ადგილებია, პალესტინელები მათი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებენ. პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ იქნება შუამავალი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]