weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

10:49 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

„8 დეკემბერს დაკავებულმა აღნიშნულ მოქალაქეს მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. 11 დეკემბერს,აღნიშნულმა პირმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი - 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, - განაცხადეს სუს-ში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]