weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მესტია-ხაიშის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა

15:29 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-ხაიშის დამაკავშირებელ გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა რამდენიმე საათი აკრძალული იყო. 

როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, კლდის ჩამოშლა თოვლის დნობამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად გზაზე მოძრავი ავტომანქანები არ დაზიანებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები  მიმდინარეობს. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 74-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]