weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გიორგი გახარიამ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა

15:14 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დანიშნა. მარიანა მორგოშია აპრილიდან დღემდე სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარიანა მორგოშია 2013-2014 წლებში „ასსეკო“ ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში - სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008–2011 წლებში კი ბანკი „რესპუბლიკა-Societe Generale Group“-ის პროექტების მენეჯერი იყო.

მარიანა მარგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით. მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2007 წლიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს სერვისებში შედის ნასამართლობის ცნობის გაცემა, მართვის მოწმობის აღება, სახელმწიფო სანომრე ნიშნის შერჩევა და დაჯავშნა, იარაღის გადაფორმება და რეგისტრაცია, ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა მომსახურებები.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად 13 დეკემბერს დაინიშნა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]