weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2.5 მილიონი ლარი გამოიყო

15:45 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე 2 549 330 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ობსერვატორიის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის საბაგირო გზის და ვაგონის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„დაგეგმილია დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის რეაბილიტაცია. პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ობსერვატორიის ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე და საპირფარეშოები. შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყალსადენ-კანალიზაციის, სავენტილაციო და გათბობის სისტემებით. მოეწყობა ინტერნეტქსელი. პროექტით განსაზღვრულია AZT-11-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, ბორდიურების შეცვლა და ავტოსადგომის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს. მოეწყობა გარეგანათება, დაიდგმება სანაგვე ურნები; AZT-11-ის შენობის გვერდით არსებული ყოფილი ფოსტის შენობის პირველ სართულზე მოეწყობა საერთო სარგებლობის საპირფარეშო შვიდ წერტილზე, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის“ - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.

ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 დეკემბერს გამოაცხადა, 2018 წლის 15 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ობსერვატორიის რეაბილიტაცია 12 თვეში უნდა დაასრულოს. რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდება.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ობსერვატორია 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]