weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალციხეში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილეს

12:30 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

დაახლოებით ერთი თვის წინ ახალციხეში აქცია გამართეს იმ ობიექტების დახურვის მოთხოვით, სადაც, აქციის მონაწილეთა თქმით, ბიზნეს საქმიანობის ნაცვლად პროსტიტუციას ეწევიან. აქციას წინ უძღოდა პოლიციის მიერ ერთ-ერთ თურქულ ბარში ოთხი ახალგაზრდის დაკავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]