weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა ქალი დააკავეს

22:01 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა 51 წლის ლალი ხაჩირაშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს. ის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მავთულხლართები ლალი ხაჩირაშვილის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მის ნაკვეთზე გადის. აღნიშნულ მონაკვეთზე რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები პატრულირებდნენ. ახლობლების განცხადებით, ქალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაკვეთში მუშაობდა.

ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშია დასაქმებული. მისი დაკავების თაობაზე სახელმწიფო უწყებებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უკვე აცნობეს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]