weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დუშეთის მერმა 3 პირადი მრჩევლის და თანაშემწის პოზიციები გააუქმა

16:08 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 პირადი მრჩევლიდან 3 გააუქმა, ორს კი სტატუსი შეუცვალა. ასევე გაუქმდა მერის თანაშემწის პოზიციაც. 

დუშეთის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული მერიის ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, გაუქმდა მუნიციპალიტეტის მერის 3 მრჩევლის პოზიცია: გენდრული თანასწორობის საკითხებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებში და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში. ასევე უქმდება მერის თანაშემწის პოზიციაც. 

2018 წლის 1 იანვრიდან მერს ხელშეკრულებით დასაქმებული ორი მოწვეული კონსულტანტ-სპეციალისტი ეყოლება: სამართლებრივ საკითხებში და საბიუჯეტო დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში. თითოეული კონსულტანტის ხელფასი თვეში 1000 ლარი იქნება. 

„რეგინფო“ წერდა, რომ, 2017 წლის 21 ნოემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხით, დუშეთის მერს, მისი წინამორბედი გამგებლის ვაჟა ჩოხელის მსგავსად, 5 პირადი მრჩეველი და 1 თანაშემწე ჰყავდა. მრჩევლების ხელფასებზე წელიწადში 56 400 ლარი იხარჯებოდა.

აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, რომ მერიაში 5 მრჩევლის საჭიროება არ არსებობდა და 2018 წლის იანვრიდან არსებული მდგომარეობა შეიცვლებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]