weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ტექნიკის უსაფრთხოების შესამოწმებლად მისული ექსპერტი მშენებლობიდან გადმოვარდა

17:26 ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017

ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ტექნიკის უსაფრთხოების შესამოწმებლად მისული ექსპერტი გადმოვარდა. 58 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის ტრავმით გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათი მხრიდან მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„ეს პიროვნება აწარმოებდა ამწის დიაგნოსტიკას და როდესაც ქვემოთ ჩამოდიოდა, დაახლოებით მეოთხე-მეხუთე სართულზე, ეტყობა ფეხი აუცურდა და ჩამოვარდა“, - უთხრა „აჭარის ტელევიზიას“ მერაბ ჩხირკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, ქუთაისში, „იბერიის ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინციდენტი სავარაუდოდ ამწის ბოგირის გაწყვეტამ გამოიწვია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მუშებმა დაარღვიეს, რადგან ამწე-მექანიზმი ადამიანების ასაყვანად არ იყო გათვალისწინებული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]