weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ათი დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი ორთაჭალაში იპოვეს

11:24 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

თბილისში, ორთაჭალაში, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი დავით ტორიაშვილია, რომელიც 10 დღის წინ დაიკარგა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული და ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა.

დავით ტორიაშვილი ბოლოს ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში ნახეს, სადაც სიგარეტის შესაძენად იყო შესული. როგორც მაღაზიაში ამბობენ, მას ხელი ჰქონდა მოტეხილი და ნაცემი იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით ტორიაშვილმა თბილისის N81 საჯარო სკოლა 2016 წელს დაამთავრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]