weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთი საქართველოს და სომხეთის საზღვრებთან ელექტრონულ სათვალთვალო სისტემას დაამონტაჟებს

12:45 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

თურქეთი საქართველოს და სომხეთის საზღვრებთან ელექტრონული სათვალთვალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუირანის საზღვარზე მშენებარე კედლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სისტემის დამონტაჟებით სასაზღვრო უსაფრთხოებას საქართველოს და სომხეთის საზღვრებთანაც უზრუნველყოფენ.

როგორც სოილუმ განაცხადა, ირანთან კედლის მშენებლობა ქვეყანას ტერორისტების, კონტრაბანდის და არალეგალი მიგრანტების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

„ისინი ცდილობენ იპოვონ ახალი გზა. ჩვენ ჩვენი ზომები მივიღეთ. ვფიქრობ ამ ნაბიჯს რამდენიმე თვეში არდაჰანშიც გადავდგამთ. ჩვენ არ ვაპირებთ სასაზღვრო კედლის აშენებას, მაგრამ დავამონტაჟებთ ელექტრონულ სისტემას. ვცდილობთ შევქმნათ ქილისში არსებული ელექტრონული სისტემის მსგავსი, ახალი მოდელი“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ირანის საზღვართან 144-კილომეტიანი კედლის ნახევრი უკვე აშენებულია. სულეიმან სოილუს თქმით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მთავარი მიზეზი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]