weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მოხეში ახალი მეჩეთი ნებართვის გარეშე შენდება

22:31 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ახალი მეჩეთი მშენებლობის ნებართვის გარეშე შენდება. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, საკულტო ნაგებობის უკანონოდ აშენება არასტაბილურ სამართლებრივ პირობებს ქმნის როგორც ახალი მეჩეთისთვის, ისე მორწმუნეებისთვის, რადგან უკანონოდ აგებული მეჩეთი შესაძლოა სამომავლოდ სახელმწიფოს მხრიდან დემონტაჟს დაექვემდებაროს და ადგილობრივი მუსლიმები კვლავ სალოცავის გარეშე დარჩნენ.

2017 წლის 21 ნოემბერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, ადიგენის მერიას დავალებოდა TDI-სთვის სოფელ მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდება. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი 2018 წლის 8 იანვარს განიხილა. სასამართლო სხდომაზე ადიგენის მუნიციპლიტეტის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მეჩეთი, რომლის აშენების საჯარო პირობა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 2017 წლის 11 მაისის პრეკონფერენციაზე დადეს, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე შენდება.

მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი წლების მანძილზე ითხოვდა ამავე სოფელში მდებარე „სადავო ნაგებობის“ მათთვის გადაცემას. აღნიშნული შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. 2014 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაგებობის დემონტაჟი დააპირა, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, შეიქმნა ე.წ. „მოხეს კომისია“ რომელსაც ნაგებობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. 2016 წლის ოქტომბერში, მოხეში მუსლიმებმა ლოცვა სადავო შენობაში დაიწყეს. მალევე პოლიციამ შენობაში შესასვლელი გადაკეტა, რის შემდეგაც მუსლიმები პროტესტის ნიშნად, ყოველ პარასკევს „სადავო შენობის“ წინ ლოცულობდნენ. 2017 წლის 11 მაისს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი; ე.წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ და ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]