weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ყვარელში მამაკაცი დააკავეს

10:19 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 27 წლის ა.ფ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს - 19 წლის ნ..-ს.

შს სამინისტროს ცნობით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]