weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოზურგეთში ბიზნესმენს თავს დაესხნენ და 30 ათასი ლარი გასტაცეს

12:45 შაბათი, 13 იანვარი 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სომხეთის მოქალაქე, 31 წლის არტურ სუკასიანი გაძარცვეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დღეს დილით, ბიზნესმენს ორი ნიღბიანი პირი სადარბაზოში დაესხა თავს და 30 ათასი ლარი გასტაცა.

თავდამსხმელებმა არტურ სუკასიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არტურ სუკასიანის ახლობლების თქმით, ის ლილოს ბაზრობაზე საქონლის შესაძენად მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ძარცვას ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]