weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

10:34 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური-კობის და კალა-უშგულის მონაკვეთებზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, ჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვების გამო, გზაშია ჩარჩენილი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერები. 

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე. ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ნაქერალას უღელტეხილზეც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყველა მიმართულებით, სადაც ზვავსაშიშროება არ არის, გზები იწმინდება.

უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთიან რეგიონებში კი მოთოვს. ტემპერატურა დაიკლებს და 3-8 გრადუსის ფარგლებში იქნება. ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და სამხრეთ რაიონებშიც. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 1-დან 6 გრადუსამდე გათბება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]