weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსი სამხედროები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წვრთნებს გადიან

12:52 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, „ძარცემის“ პოლიგონზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედრო წვრთნები იმართება. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, წვრთნებში ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებულ სამხრეთის სამხედრო ოლქის „ძარცემის“ პოლიგონზე ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო საველე მოქმედებები უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. მეთაურების ხელმძღვანელობით სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფენ სასროლი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უნარებს“, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა.

მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედროები ისწავლიან ტექნიკის მართვას, დაზვერვის წარმოებას, ცეცხლის გახსნას და ეკიპაჟის მეთაურობას. წვრთნები ჩატარედება მთიან და ტყიან ადგილებში როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]