weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსთავში პარლამენტის ყოფილი წევრი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს

22:23 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო ოთახში ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და პარლამენტის ყოფილი წევრი, 53 წლის სამსონ ქუთათელაძე ჩაცხრილეს. თავდასხმა დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა გენერალ ქუთათელაძეს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხედარი დაცვის თანამშრომელმა იპოვა.

სამსონ ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მეწილე იყო.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის სამუშაო ოთახში ნანახი იქნა ბაზრობის დირექტორის ცხედარი. მისვლისთანავე, ცხედრის დათვალიერების შემდეგ, ვნახეთ, რომ მას ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა. გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსმა თამაზ მეშველაშვილმა.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 2006 – 2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი, 2003-2004 წლებში კი ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე იყო.

გენერალი ქუთათელაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე ჩართული იყო სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ასევე აშშ-ს გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, აშშ-ს არმიის დეპარტამენტის მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის და ჯორჯიის შტატის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]