weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ინფორმაციის მისაღებად 46% „იმედს“ ენდობა, 46% „რუსთავი 2“-ს, 9% - საზოგადოებრივ მაუწყებელს – NDI

15:50 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, გამოკითხულთა 46% ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, 46% ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, 19% - არცერთს, 9% კი - საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 4% ტელეკომპანია „პირველს“ ენდობა, 3% - „მაესტროს“, 3% „ობიექტივს“, ასევე 3% რუსეთის პირველ არხს, 2% „აჭარის ტელევიზიას“, 2% - GDS-ს, 2% - „პალიტრა ტვ“-ს, 1 % კი რუსულ RTR-ს.

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]