weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სამი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

13:37 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

თბილისში გვიან ღამით, ერთ-ერთი რესტორნის წინ  3 ადამიანის დაჭრის საქმის გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. დაჭრილთაგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს, რომელსაც მრავლობით ჭრილობები აქტიური სისხლდენით ქვედა კიდურის არეში აღენიშნებოდა, გადაუდებელი ოპერაცია  ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]