weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ცოლზე ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში 47 წლის მამაკაცი დააკავეს

10:33 შაბათი, 20 იანვარი 2018

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში 47 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა თ.ვ.-მ ცოლს, 26 წლის მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს კახეთში ოჯახური ძალადობის დროს 1 ადამიანი მოკლეს, 6-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, სხვადასხვა სახის ოჯახური ძალადობის 168 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლის სამართლებრივი დევნა 153 შემთხვევაში დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]