weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა

10:43 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 იანვრის დღის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი. ძლიერი თოვაა პროგნოზირებული დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში. შავ ზღვაზე კი 4 – 5 ბალიანი შტორმი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 იანვრამდე ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]