weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყველა ერთისთვის - თბილისსა და რეგიონებში „ბახალას“ მხარდამჭერი აქციები გაიმართება

10:48 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018
ფოტოზე გიორგი გიორგანაშვილი ფოტოზე გიორგი გიორგანაშვილი

თეთრი ხმაურის მოძრაობა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პატიმრობიდან გათავისუფლების და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, 25 იანვარს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. აქციები ლოზუნგით „ყველა ერთისთვის“ გაიმართება თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც.

აქციის მონაწილეები საპატიმრო დაწესებულებიდან გიორგი გიორგანაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. მთავრ მოთხოვნებს შორისაა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის ბექა წიქარიშვილის გათავისუფლება 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან და რეპრესიული ნარკოპოლიტკის უმოკლეს ვადებში შეცვლა.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და შეიწყალოს გიორგი გიორგანაშვილი, რომელსაც 0,3726 გრამი სუბოტექსის ფლობისთვის 23 იანვარს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში. საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ „ბახალას“ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 18:00 საათზე დაიწყება; თელავში, თელავის თეატრის წინ - 16:00 საათზე; ქუთაისში, მშრალ ხიდზე - 18:00 საათზე; ზუგდიდში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ - 17:00 საათზე; ბათუმში, ერას მოედანზე - 17:00 საათზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]