weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუისპირსა და ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

10:17 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „ტოიოტასა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ნაფარეულშიც, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომანქანიდან მძღოლის ამოყვანა მაშველების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტისა და მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]