weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

შალაურში მცხოვრებმა დედა-შვილმა რესტორნის გასახსნელად 50 000 ლარი მოიგო

13:10 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები დედა-შვილი, სოფო გორგაძე და ლიზა რურუა „რუსთავი 2“-ის კულინარიული შოუს „ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებულები გახდნენ და საკუთარი რესტორნის გასახსნელად 50 ათასი ლარი მოიგეს.

კულინარიულ შოუში საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად 6 წყვილი იბრძოდა. ფინალში კახეთის გუნდი თბილისის გუნდს შეხვდა. სოფო გორგაძემ და ლიზა რურუამ მიწისვაშლას კრემსუპი, საქონლის სტეიკი საფერავის სოუსით და მარლეტას ყველის დესერტი მოამზადეს.

სოფო გორგაძე ოჯახთან ერთად თბილისიდან კახეთში საცხოვრებლად 8 წლის წინ გადავიდა. სოფელ შალაურში ოჯახს ფერმერული მეურნეობა აქვს და ევროპული ტექნოლოგიით თხის ყველს აწარმოებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფო გორგაძეს ქალაქ თელავში კაფე „მარლეტა“ ჰქონდა გახსნილი.

„მე და ჩემი მეუღლე თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ. 8 წლის წინ ავბარგდით და თელავში გადავედით. შალაურში გადასვლამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მეგობრებმა ძალიან უცნაური საჩუქრით აღნიშნეს და გვაჩუქეს შვეიცარიული ჯიშის ძროხა, რომელსაც პასპორტით „მარლეტა“ ერქვა. ძალიან კარგი მეწველი გამოდგა, ბევრი რძე გვიგროვდებოდა, რის გამოც დავიწყეთ ყველის დამზადება. ეს საქმე არაჩვეულებრივი პროფესია აღმოჩნდა“, - ამბობს სოფო გორგაძე.

მოგებული თანხით სოფო გორგაძე და ლიზა რურუა რესტორნის გახსნას თელავში აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]