weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ADAMI მედიის პრიზი 2018-ის საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო

13:29 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

კონკურსში „ADAMI მედიის პრიზი აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისთვის -2018“ განაცხადების მიღება დაიწყო. პრიზი განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროგრამებისთვის, რომლებიც ეხება მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს.

კონკურსი წელს მესამედ გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სამაუწყებლო კომპანიებს, მედია პროფესიონალებს, ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს, რომლებიც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოღვაწეობენ.

„ADAMI მედიის პრიზი“ ექვს ნომინაციაში გაიცემა და გამარჯვებულები 2 ათასი ევროთი დაჯილდოვდებიან. ხოლო კონკურსანტებს, რომლებიც ფლობენ რუსულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებს შესაძლებლობა აქვთ ADAMI-ის სტიპენდია მოიპოვონ და სტაჟირება გაიარონ ევროპულ მედია ორგანიზაციებში.

„ADAMI მედიის პრიზის“ ნომინაციებია: გასართობი პროგრამები (მხატვრული); ინფორმაცია (არამხატვრული); ახალი ამბები და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმები; „ახალგაზრდა ადამი“; ADAMI პრიზი ვებ-გვერდებისთვის; ADAMI პრიზი ინტერნეტვიდეოებისთვის.

2018 წლის ოქტომბერში, ქალაქ მინსკში საერთაშორისო ჟიური ნომინანტებს შეარჩევს, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი ნოემბერში, მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში გაიმართება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებია: 2018 წლის 1 ივლისი (11/10/2016 – 31/12/2017 პერიოდში გამოქვეყნებული მასალებისთვის); 2018 წლის 1 ოქტომბერი (01/01/2018 – 01/10/2018 პერიოდში გამოქვეყნებული მასალებისთვის).

„ADAMI მედიის პრიზი“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „პროკრედიტ ჰოლდინგის“ მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]