weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ციხისძირში ხეებს ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებისთვის ჩეხავენ - ნაციონალური მოძრაობა

17:55 შაბათი, 03 თებერვალი 2018
არქივის ფოტო: გიგანტური ხის გადატანა ციხისძირიდან არქივის ფოტო: გიგანტური ხის გადატანა ციხისძირიდან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გზის პირზე ევკალიპტის და სხვადასხვა ჯიშის ხეების გასხვლა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადასატანად ამზადებენ.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ასწლოვანი ხეების გადაზიდვა მაგისტრალური გზით იგეგმება.

„სამი თუ ოთხი ძირი ხე ამოღებული და ტრანსპორტირებისთვის გამზადებულია. ჩაქვის მიმართულებით უნდა გადაიტანონ. ასწლოვანი ფიჭვის ხეები უნდა გაიჩეხოს და განადგურდეს იმის გამო, რომ ოლიგარქის ხე ტრანსპორტირდეს. ამას აკეთებს გამწვანების საბიუჯეტო სამსახური“, - განაცხადა ბონდო თედორაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ქობულეთის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხეების გადატანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გზის პირზე გეგმიური სამუშაოები ტარდება.

„უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გეგმიურ დავალებას ვასრულებთ. ზამთრის მოსვლასთან, დიდთოვლობასთან დაკავშირებით უნდა გადაიბელოს ხეები, რომლებიც სატვრთო მანქანების მოძრაობას ხელს უშლიან“, - განაცხადა მალხაზ რომანაძემ.

სამუშაოები დახლოებით 3-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აკეთებს, რისთვისაც საქართველოს რეგიონებიდან გიგანტური ხეები ჩააქვთ. ციხისძირი ერთ-ერთი სოფლია აჭარაში, საიდანაც ხეების ტრანსპორტირება ხდება.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]