weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა

18:16 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018
თელავში მომხდარი ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა ფოტო © პირველი არხი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა. ავარია დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. „ბე ემ ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები მრავლობითი ტრავმებით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აქვთ. ორ პაციენტს ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდა, ორს კი მკურნალობა ნეიროინტენსიურ განყოფილებაში უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]