weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშეთის ინტერნეტზაციის პროექტი WSIS-ის გლობალურ კონკურსში მონაწილეობს

18:52 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018
თუშეთის ინტერნეტზაციის პროექტი WSIS-ის გლობალურ კონკურსში მონაწილეობს ფოტო Ⓒ Panos Pictures

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2018 ფორუმის საპრიზო კონკურსში იღებს მონაწილეობას. საუკეთესო პროექტს ელექტრონული კენჭისყრის შედეგებით გამოავლენენ. ხმის მიცემა 18 თებერვალს დასრულდება.

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის საპრიზო კონკურსის მიზანი იმ პირების, მთავრობების, ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების პროექტების შეფასება და აღიარებაა, რომლებიც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებას უწყობენ ხელს. 2018 წლის კონკურში, 18 საკონკურსო კატეგორიაში 490 წარმატებული პროექტია წარდგენილი. კონკურსის გამარჯვებულებს საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმზე გამოაცხადებენ, წარმატებული ისტორია კი WSIS 2018 წლის ჟურნალში დაიბეჭდება.

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტი ყოველწლიურად იმართება და მისი მასპინძელი და ორგანიზატორი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირია (ITU).

კონკურსის მონაწილე პროექტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით https://www.itu.int/net4/wsis/prizes/2018/

თუშეთის 30–მდე სოფელში Wi-Fi ინტერნეტი პირველად ხელმისაწვდომი 2017 წლის აგვისტოში გახდა. გომეწრის ხეობის, ასევე პირიქითა თუშეთის რამდენიმე სოფელსა და წოვათაში, სადაც სატელეფონო კავშირი დღემდე არ არის, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება Wi-Fi ინტერნეტია, რომლის გამოყენებითაც, რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მცხოვრები ადამიანები ოჯახის წევრებს ან საქმიან პარტნიორებს სკაიპის ან ვაიბერის საშუალებით უკავშირდებიან.

თუშეთის ინტერნეტიზაცია ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯა. სერვისის ადმინისტრირებას თუშეთის განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდის წარმომადგენლის ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ზაფხულში Wi-Fi ინტერნეტს დაახლოებით 50-მდე აბონენტი ჰყავდა და 2018 წლის სეზონზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]