weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

წალკაში მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებს გაზრდილი ხელფასები შეუმცირდათ

14:52 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

წალკის მერის ილია საბაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი გიგინეიშვილის ხელფასი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3500 ლარამდე იყო გაზრდილი, 3310 ლარამდე შემცირდა. 475 ლარით შემცირდა მერის პირველი მოადგილის ხელფასი, მერის ორი მოადგილე კი 375 ლარით ნაკლებს მიიღებს.

2018 წლის 1 იანვრამდე წალკის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარი იყო, მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა - 1700 ლარი, მერის მოადგილეებისა -1650 ლარი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების სარგო კი 1350 ლარს შეადგენდა.

წალკის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებებით, მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს ხელფასი 1 იანვრიდან 3500 ლარი გახდა, მერის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა - 2100 ლარი, ხოლო საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა - 1500 ლარი.

ხელფასის გაზრდიდან ერთი კვირის შემდეგ, საკრებულომ ზემოაღნიშნულ დადგენილებებში შეიტანა ცვლილება, რაც ასევე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან იქნება ძალაში. ცვლილებებს, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციიდან სამართლებრივი ზედამხედველობის ფორმატში გაცემული უარყოფითი დასკვნა და შენიშვნები დაედო საფუძვლად.

ცვლილების შედეგად, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის სარგოს ოდენობა 190 ლარით შემცირდა, მერის სამივე მოადგილის ხელფასი კი 1625 ლარით განისაზღვრა. 1500 ლარის ნაცვლად 1460 ლარს მიიღებენ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები. უცვლელი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება, - გოჩა ხაჩატურიანი კვლავ თვეში 2100 ლარს მიიღებს.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, 2018–2020 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები უნდა განისაზღვროს არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. განსხვავებული წესით სარგოების დადგენა შეიძლება მხოლოდ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.

 

მსგავს თემაზე:

წალკის გამგებელმა პრემია-დანამატის სახით 47 686 ლარი აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]