weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თსუ-ს შენობა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაანათეს

21:50 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დღეს საზეიმოდ გაანათეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და ის კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი იყო.

უნივერსიტეტის დაარსების ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელიც სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში, უნივერსიტეტის პირველ რექტორად კი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ამჯამად უნივერსიტეტში დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს. ასი წლის მანძილზე მას 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]