weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფოთის საკრებულოში 2 კვირის წინ შექმნილი ფრაქციების თავმჯდომარეებს პრემიები მისცეს

16:48 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018
ფოტოზე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფოტოზე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე

ფოთის საკრებულოში 2017 წლის 13 დეკემბერს შექმნილი ფრაქციების - „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარეს ზვიად დგებუაძეს და „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეს ჯემალ მიგინეიშვილს ორი კვირის შემდეგ ხელფასის სრული ოდენობით პრემიები მისცეს.

2018 წლის 1 იანვარამდე, ქალაქ ფოთის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2400 ლარს შეადგენდა. ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, ჯემალ მიგინეიშვილისა და ზვიად დგებუაძის ანაზღაურება, 2017 წლის 13 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, 3886 ლარი იყო.

აქედან, 1486 ლარი 18 დღის განმავლობაში კუთვნილი ხელფასის თანხაა, ხოლო დანარჩენი 2400 ლარი - ხელფასის სრული ოდენობით პრემია.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, საახალწლო პრემიები მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირებმაც. პრემიაზე უარი მხოლოდ ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ განაცხადა.

სულ ფოთის მერიასა და საკრებულოში წინასაახალწლოდ 121 850 ლარის ოდენობით პრემია გაიცა. აქედან, საკრებულოში - 56 850 ლარი, მერიაში კი 65 000 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]