weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ

17:38 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018
ფოტოზე იოახიმ შტამპი ფოტოზე იოახიმ შტამპი

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა ითხოვს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (WDR) ავრცელებს.

WDR-ს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს იმ პირებთან მიმართებაში, ვინც საქართველოდან არიან და გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. საქმე ეხება ქალაქ იორლინგჰაუზენში არსებულ მდგომარეობას, სადაც ლტოლვილთა საცხოვრებლებია. ქალაქში თავშესაფრის მაძიებელი ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. 

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიაში სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის, მიუხედავად იმისა, რომ დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ამ ჯგუფთან გარკვეული პრობლემები ექმნებათ. პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ იორლინგჰაუზენში მკვეთრად გაიზარდა დანაშაული, რომელიც ლტოლვილებს უკავშირდება.   

WDR-ის მიხედვით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა, გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წევრმა იოახიმ შტამპმა უკვე დაიწყო კამპანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გასაუქმებლად. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით მიმოსვლას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]