weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

12:54 კვირა, 11 თებერვალი 2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის მახლობლად თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი გაიტაცეს. შემთხვევა 9 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. გატაცებულს ამ დრომდე ეძებენ.

„სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, თევზსაჭერი გემის კაპიტანი პარასკევს საღამოს კაფედან პორტში ავტომანქანით ბრუნდებოდა, როდესაც ორმა ნიღბიანმა პირმა გააჩერა, მძღოლი ავტომანქანიდან გადმოაგდეს და კაპიტანი გაიტაცეს.  

სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ ავტომანქანა გალი-ოჩამჩირის გზაზე იპოვეს. ავტომანქანის მინა სროლის შედეგად იყო ჩამსხვრეული, თუმცა სისხლის კვალი ვერ ნახეს. მომხდარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]