weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები დააკავეს

14:07 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი დააკავეს. ეს ბოლო თვეებში ბესტაევის დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა.

ადგილობრივების თქმით, ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები კი ოკუპირებულ ცხინვალში არიან. მათივე ცნობით, მავთულხლართები ბესტაევის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადის.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, 50 წლის გენადი ბესტაევის დაკავება სოფელ ხელჩუასთან მოხდა. ამ დროისთვის ის ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფება, სადაც ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ბესტაევი 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერშიც იყო დაკავებული.

სოფელ ზარდიაანთკარში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, შამილ თუხარელის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ზარდიაანთკარი მოსახლეობამ დატოვა. ამჟამად იქ დაახლოებით 100 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ეთნიკური ოსებიც არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]