weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯვარი-უშგულის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

16:43 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე თოვლისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო, კმ139-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]