weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბორჯომის გამგებლის წარმომადგენელმა იტალიაში ბიუჯეტის ხარჯზე იმოგზაურა

18:31 შაბათი, 17 თებერვალი 2018

ბორჯომის გამგებელმა ბაკურიანში თავის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს იტალიის ქალაქ ლოზანოში 9-დღიანი მივლინება გაუფორმა, რის გამოც ბიუჯეტიდან 3100 ლარი გადაურიცხა. გოჩა გობრონიძე ლოზანოში მხოლოდ ერთი დღით ჩავიდა, დანარჩენი დღეები კი რომში, მილანსა და ფლორენციაში იმოგზაურა.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, 2015 წლის ნოემბერში ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის გამგებლის წარმომადგენელი გოჩა გობრონიძე ლატვიაში იქნა მიწვეული. 

ლატვიაში გამგზავრებამდე, 10 ნოემბერს, გოჩა გობრონიძემ მოხსენებითი ბარათი წარუდგინა მუნიციპალიტეტის გამგებელს და დამატებით მოითხოვა იტალიის კურორტ ლოზანოში მივლინებაც, - სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურისა და ზამთრის სახეობათა ოლიმპიური თამაშების სპეციფიკის გაცნობის მიზნით. 

ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა 2015 წლის 12 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც გოჩა გობრონიძე მივლინებულ იქნა ქ. რიგაში - 21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო იტალიაში - 25 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით. 

გამგებლის წარმომადგენლის ლატვიასა და იტალიაში მივლინებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 5000 ლარი დახარჯა. მათ შორის, ლატვიაში მივლინებისთვის - 1900 ლარი, ხოლო იტალიაში მივლინებისთვის - 3100 ლარი

გოჩა გობრონიძის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიცემული განმარტებით, იტალიაში მას არცერთი ოფიციალური შეხვერდა არ გაუმართავს. ვიზიტისას ის 3 - 3 დღე-ღამე იმყოფებოდა მილანში, ფლორენციასა და რომში, ხოლო მივლინების ადგილას - ქალაქ ლოზანოში მხოლოდ ერთი დღით იყო გადასული მილანიდან. 

„ფეისბუკზე“ გოჩა გობრონიძის პირად გვერდზე 2015 წლის 27-29 ნოემბერს განთავსებულია იტალიის სხვადასხვა ქალაქებში გადაღებული ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ, სავარაუდოდ,  მასთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ 2015-2016 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირები საზღვარგარეთ 20-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით, რაშიც ბიუჯეტიდან 64 500 ლარი დაიხარჯა.

 

მსგავსი თემები:

რომელი მერები და გამგებლები იღებდნენ ყველაზე მაღალ ხელფასს

ბორჯომის გამგებლის 19 პრემია და დანამატი ორ წელიწადში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]