weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილით გარდაიცვალა

11:04 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ამის მიზეზი ჩუტყვავილას გართულებული ფორმა გახდა.

„ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად მომატებული არ არის.

ბაღის დირექტორი მზია ჯილაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. დაწესებულებაში დროებით შეწყდა სააღმზრდელო პროცესი და ჩატარდა დეზინფექცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]