weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

10 წლის ბიჭი ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გაიპარა

16:51 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018
10 წლის ბიჭი ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გაიპარა ფოტო Ⓒ Ambebi.ge

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ღამის საათებში 10 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს, რომელიც ხაშურიდან დედაქალაქში ზოოპარკის სანახავად ჩავიდა. როგორც გიორგი ნოზაძე ამბობს, სახლიდან გაიპარა და თბილისისკენ მიმავალ მატარებელს გაჰყვა.

პატრულის თანამშრომლების მიერ ბიჭის პოვნის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა Ambebi.ge-მ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ბიჭი რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი ნახეს და მის მშობლებს დაუკავშირდნენ.

ბიჭმა ზოოპარკი ვერ ნახა, რადგან იმ დროს, როდესაც თბილისში ჩავიდა, დაწესებულება უკვე დაკეტილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]